ბინის (სახლის) ნომერი ახდენს ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე...
ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ თქვენი ცხოვრება წავიდა უარესობისკენ? ნუმეროლოგია შეძლებს ამის ახსნას ანუ რა არის მიზეზი... მოიმარჯვეთ კალკურატორი და გავერკვიოთ...
ბინის (სახლის) ნომერი ახდენს ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე...
გაჩნდა უამრავი პუბლიკაცია, იმის შესახებ თუ ციფრების საშუალებით როგორ უნდა შევარჩიოთ ტელეფონის ან ავტომობილის იღბლიანი ნომრები, რომ მოგვიტანოს ბედნიერება. როგორ გავაკეთოთ ეს?
დაალაგეთ ერთად ყველა ციფრი, რომელიც შედის თქვენი ბინის ნომერის კომბინაციაში. მაგ. სახლი 36, ბინა 2.
შევასრუოთ მათემატიკური ანგარიში:
3+6+2=11
მიღებული ჯამი გავამარტივოთ: 1+1=2
მაშ ასე, თქვენი ბინის კოდი არის 2.
ხშირად არის ისე, რომ ბინის ნომერს მოსდევს რომელიმე ასო, ამ შემთხვევაში ისინიც გამოითვლება რიცხვებთან რეთად და ხდება მათი დაჯამება:
1 - ა, ი
2 - ბ, ტ
3 - ვ, კ
4 - გ, ლ
5 - დ, მ
6 - ე, ნ
7 - ო
8 - ჟ, პ
9 - ზ.
ეხლა კი შევუდგეთ თქვენი ბინის კოდის განმარტებას:
ბინის კოდი - 1. შეესაბამება საქმიან ადამიანს, რომელიც გეგმავს გახსნას კერძო ფირმა. ადამიანი მცხოვრები სახლში 1, სწავლობს საკუთარ გამოცდილებებზე, ამიტომ ეს საცხოვრებელი საუკეთესოა ადამიანისთვის, რომელიც ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. ასეთი ადამიანის სახლში სუფევს სისუფთავე. მაგრამ ერთიანი არასასურველია ადამიანებისთვის, ვინც ეძებს სიმარტოვეს.
ბინის კოდი -2. ყველა საკითხი აქ მოგვარებადია მშვიდობიანი გზით. სახლი 2 კარგია მეცნიერებისთვის, სპორცმენებისთვის, ექსტრასენსებისათვის. ეს ციფრი არის თავშეკავებულობის მაჩვენებელი და ადამიანებს ეხმარება პირადი პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ! ემოციურ და ნერვიულ ადამიანებს ურჩევნიათ არ იცხოვრონ ბინაში, რომლის კოდური დაჯამებაც უდრის 2-ს.
ბინის კოდი - 3. ამ ბინაში ყველა თავს იგრძნობს კარგად. მაგრამ, განსაკუთრებით კარგია მხიარული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვარებათ გართობა. აქ ძლიერდება სულიერი და სექსუალური ენერგია. 3 - ცუდია მხოლოდ მათთვის, ვისაც ახასიათებს ფულის ფლანგვა.
ბინის კოდი - 4. ფლობს სტაბილურ და დამცავ ენერგიას. ეს არის ადგილი ადამიანებისთვის ვისაც თავდაჯერებულობა აკლია. კარგია ასევე მიზანდასახული ადამიანებისთვის. შესაფერისია ასევე მებაღეებისთვის, ხოლო შრომის მოყვარულებისთვის ნაკლებად სასურველია რადგან ბოლომდე ჩაეფლობიან საქმეში.
ბინის კოდი - 5. კი ყველაფერი ტრიალებს თავდაყირა. შეუწყვეტელი წვეულებების რიგი, საღამოები მეგობრებთან ერთად და ქალაქიდან გასვლები. იდეალურია მეცნიერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მოგზაურთათვის, რადგან ეს რიცხვი ასტიმულირებს აქტიურ ცხოვრებას. უკუჩვენება აქვს ადამიანებისთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, გაწონასწორებულ ცხოვრებას.
ბინის კოდი - 6. ეს არის სახლი - ჰარმონიული და გაწონასწორებული. კარგია ადვოკატებისთვის, მსახიობებისთვის, სახლში ჯდომის მოყვარულთათვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 6 აძლიერებს მეგობრულ გრძნობებს. ამ ბინაში შეიძლება მეორედ გაიღვიძოს უკვე მიძინებულმა სიყვარულმა მეუღელეებს შორის.
ბინის კოდი - 7. ეს არის ადგილი განმარტოვების და დაფიქრებისთვის, სადაც გექნებათ საშუალება გააანალიზოთ წარსულის გამოცდილება და აწმყოს სირთულეები. აქ მოსახერხებელია მათთვის ვინც ეძებს განმარტოვებას. ასეთ სახლში კარგია დაკავდეთ მედიტაციით, ეზოთერიკით, ფილოსოფიით. ცუდია მათთვის ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებებს ფინანსურად და იპოვოს თავისი მეგზური.
ბინის კოდი - 8. ხელს უწყობს მეგობრების შეძენას, კეთილდღეობას და დიდი ოჯახის შქნმნას. კარგია მათთვის ვინც ოცნებობს დაწინაურებაზე, დაჯილდოვებაზე და პოპულარულობაზე. მაგრამ უკუნაჩვენებია მათთვის ვინც ვერ ეკიდება ფინანსებს რაციონალურად.
ბინის კოდი - 9. სუფევს სიყვარული და თანაგრძნობის დიდი ენერგია. ვინც ამ სახლში ცხოვრობს, ბოლო თეთრსაც კი გაიღებს სხვისთვის. იდეალურია ასაკოვანი ხალხისთვის. თუმცა უარყოფითად მოქმედებს ალტრუისტებზე, რადგან ისინი იცხოვრებენ სხვისი ცხოვრებისეული სირთულეებით, თავსას კი დაივიწყებენ, ამით კი ავნებენ საკუთარ თავს.