როგორ კეთდება ჩარჩო სურათისთვის ალუბლის კურკებით
მასალა და ხელსაწყოები: მაგარი კარდონი, საღებავები, ფუნჯი, ლაკი, მაკრატელი, ხის წებო და ალუბლის კურკები. საიდან მოვიტანოთ კურკები? ალუბლისგან რათქმაუნდა! ამისათვის კი სულაც არ არის აუცილებელი დაელოდოთ ზაფხულს, კურკების ამოღება შეგიძლიათ ალუბლის მურაბისგან. მთავარი კურკა კარგად გაასუბთაოდ.
სამუშაო მსვლელობა: კარდონისგან გამოჭერით გულის ან თქვენთვის სასურველი ფორმის ჩარჩოს უკანა ნაწილი და ჩარჩო, ზომებით ისინი უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს. გამოჭრილი ჩარჩო გააფერადეთ იმავე ფერში რა ფერშიც გექნებათ შეღებილი კურკები, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს კარდონის ფერი. დაყავით კურკები ხუთნაწილად და შეღებეთ სხვადასხვა ფერებში, როცა საღებავი გაშრება, თითოეული კურკა გალაკეთ. შემდეგ მიაწებეთ კურკები ჩარჩოზე და გააშრეთ. კარდონისგან გააკეთეთ საყრენი ფეხი და მაიწებეთ უკანა მხრიდან. ჩარჩო და მისი უკანა ნაწილი მიაწებეთ ეთმანეთს ისე, რომ დარჩეს სურათის ჩასადები ადგილი.