ფარდების ორიგინალური გაფორმება
გთავაზობთ ერთ-ერთ მეთოდს თუ როგორ გაალამაზოთ უბრალო ფარდა.
მასალა: სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის ნიჟარები. ნიჟარებს გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ შუშის მძივები ან ბუმბულები. წვრილი ძუა, წებო ან წებოს იარაღი.
სამუშაო მსვლელობა:
1. მოჭერით ძუა საჭირო სიგრძის, დაახლოებით 20-30 სმ-ით ნაკლები ფარდის სიგრძეზე.
2. გამოტოვეთ 10 სმ და დაიწყეთ ძუაზე ნიჟარების მიწებება 11-15 სმ-ის ინტერვალით. ბოლო ნიჟარა მიაწებეთ ძუის ბოლოში.
3. გამოტოვებული 10 სმ ძუა მიამაგრეთ კარნიზზე.
4. იგივე მეთოდით გააკეთეთ დანარჩენი საკიდები და დაამაგრეთ ფარდაზე თანაბარი დაშორებებით.
დიზაინის დასრულების მზნით მიაწებეთ ნიჟარები ყვავილის ქოთნებსაც.