|
უძრავი ქონების სააგენტო "ინფო-ლაინი"
მუშაობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
2006 წლის ნოემბრიდან
საკომისიო გასამრჯელოს ფიქსირებულ განაკვეთზე
ბინის ღირებულების 3 %.
ჩვენ ვმუშაობთ კვირაში 7 დღე
ჩვენ გთავაზობთ
მოგებას
საკომისიოს საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე ჩვენ მაქსიმალური მოგების გარანტიას ვაძლევთ ჩვენს კლიენტს უძრავი ქონების როგორც გაყიდვის, ისე ყიდვისას. საკომისიო გასამრჯელოს 3 %-ში შედის საშუამავლო მომსახურების სრული კომპლექსი.
ოპერატიულობას
3%-იანი საკომისიო, აგრეთვე საზრიანი სარეკლამო კამპანია სპეციალიზირებულ პრესასა და ინტერნეტში, ჩვენ ბინების მყიდველებისა და გამყიდველების დიდი რაოდენობის მოზიდვის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ჩვენ სწრაფად ვაწარმოებთ გარიგებებს.
დროის ეკონომია
ჩვენს საიტზე წარმოდგენილი არის ყველა იმ ბინების ვირტუალური ფოტოტურები, რომელთა მეპატრონეებთან სააგენტოს დადებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება. ეს მოსახერხებელია გამყიდველებისთვის _ მათ არ მოუწევთ თავიანთი სახლის კარის გაღება რამოდენიმეჯერ დღეში, რათა ანახონ ის პოტენციურ მყიდველებს. ეს მოსახერხებელია აგრეთვე იმათთვისაც, ვისაც სურს ბინის შეძენა _ მათ არ დაეხარჯებათ დრო ბინის მოსაძებნად. საკმარისია დარეკოთ და ჩვენი აგენტი მოვა თქვენთან და გააკეთებს უძრავი ქონების ხარისხიან გადაღებას შემდგომი რეკლამისთვის ჩვენს საიტზე.
გარიგების "გამჭვირვალობა"
ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობასა და დადებულ ხელშეკრულებებთან მკაცრ შესაბამისობაში.
მოხერხებულობა
ჩვენ არ ვთხოვთ ჩვენს კლიენტებს ოფისში მოსვლას. ჩვენთან ხელშეკრულების დადება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. აგენტები თავად გადიან კლიენტებთან.
პროფესიონალიზმი
კომპანია მუშაობს თანამშრომლებთან, რომლებსაც უძრავი ქონების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ისინი ესწრებიან გარიგების ყველა ეტაპს და შეუძლიათ უძრავი ქონების გასხვისებასა და შეძენასთან დაკავშირებული ყველაზე რთული იურიდიული საკითხების მოგვარება. აგენტი უთანხმდება პოტენციურ მყიდველს ჩვენებაზე და აუცილებლად ესწრება შეხვედრას, აგრეთვე წინასწარი ხელშეკრულების (ავანსის ხელშეკრულება) ხელმოწერას.
|