მთავარი ჩვენს შესახებ კონტაქტი რეკლამა
Add me to Skype
business directory






იყიდება კომფორტაბელური 2-სართულიანი კოტეჯი, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ზღვიდან 300 მეტრის დაშორებით, თვალწარმტაც გარეუბან მალთაყვაში, ქ. ფოთიდან 10 წუთის სავალში. კოტეჯიდან 100 მეტრის მანძილზე იშლება ტბის ხედი, რომელიც განთქმულია თავისი სილამაზით, თევზაობით და წყალ-სათხილამურო ბაზით. ტბაზე გადებულია ხიდი, გადახვალთ თუ არა ამ ხიდს, თქვენ აღმოჩნდებით პირდაპირ ზღვის ნაპირზე. კოტეჯი სუბტროპიკული მცენარეებით არის გარემ­ოცული და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ “ოაზისში” იმყოფებით.შენობა 2003წ. არის აგებული ინდივიდუალური პროექტის მიხედვით ციმბირიდან სპეციალურად ჩამოტანილი ხის მორებისაგან (ნაძვი). ხის ნაგებობა სასურველი სითბოს, სიმშვიდის და ბუნებასთან ჰარმონიის მოპოვებას ნიშნავს. ხე, როგორც ცნობილია, `სუნთქავს~, სწორედ ამის მეშვეობით ხდება სახლში ჟანგბადის ბალანსის და ჰაერის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება. გარედან სახლი წყალგაუმტარი საღებავით არის დაფარული, რომელიც იცავს ხეს ტენიანობისაგან და მეტალოპლასტმასის თანამედროვე ნედლეულით არის გადახურული. გაყვანილია კომუნიკაციები (წყალი, ელექტროობა, გათბობა).
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 2100 კვ. მ. ნაკვეთი დაფარულია სუფსიდან ჩამოტანილი შავი მიწით. კოტეჯის საცხოვრებელი ფართი 224 კვ. მ. შეადგენს და მასში შედის: 5 საძინებელი ოთახი, 2 სასტუმრო ოთახი, სამზარეულო (14 კვ. მ.), 2 სააბაზანო ოთახი და სამრეცხაო აბაზანითა და საპირფარეშოთი (ესპანური მასალით შესრულებული).
ხის ყველა ელემენტი _ კარები, იატაკი, კიბე, ფანჯრები და ავეჯი ხელნაკეთია (მუქი ფერის წაბლისა და წიფლისაგან). ავეჯი მთლიანად მოფიქრებულია და ხელით არის შესრულებული საავტორო ესკიზების მიხედვით, სპეციალურად ამ სახლისთვის. ასე რომ, ყოველ დეტალს აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს _ მოაშორე ის და მთელი სილამაზე და პოეტურობა, თითქოსდა მარტივი ინტერიერისა, დაიშლება. ავეჯი კოტეჯთან ერთად იყიდება.                          
ეზოში არის დამატებითი ნაგებობები, რომელთა ფართობი დაახლოებით 70 კვ. მ. შეადგენს:    
·         ფაცხა, სუფრებისთვის პროდუქტების შესაბოლი შუაცეცხლით, ეროვნულ სტილში შესრულებული (30 კვ.მ.)
·         სათავსო ინვენტარისთვის (20 კვ. მ.)
·         ბამბუკის ტალავერი მრგვალი მაგიდით (10 კვ. მ.)
·         საპირფარეშო (თურქული)
ფასი შეთანხმებით. ტელ: +995 (99) 50-48-87 ; +995 (32) 93-27-03 ნოდარი

და ყველაზე მთავარი _ ხის კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთა სახლებია!

დასასვენებელი კოტეჯი
ID: 38001
ფოთი. დასასვენებელი კოტეჯი.
ფასი  
აღწერილობა  
აივანი
ფართი 155 კვ.მ
რემონტი
სართულები სულ 2
შენობის ტიპი აგარაკი
გათბობა
ცხელი წყალი
მაცივარი
კონდიციონერი
ავეჯი
ავტო სადგომი
ოთახების რაოდენობა 7
მისამართი  
ქალაქი/რეგიონი რეგიონები
მისამართი ფოთი
Created by Pro-Service Copyright © 2006 Infoline. All rights reserved